logo_geo
eng_logo
სირიაში რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნას 32 ადამიანი ემსხვერპლა
- +

6 მარტი. 2018. 18:26



რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი „ან-26" ჩამოვარდა, დაიღუპა 32 ადამიანი. 

 

„6 მარტს, მოსკოვის დროით დაახლოებით 15:00 საათზეჰმეიმიმის" აეროდრომზე დაშვებისას კატასტროფა განიცადა რუსულმა სატრანსპორტო თვითმფრინავმაან-26". წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი შეიძლება ტექნიკური გაუმართაობა გამხდარიყო. ბორტზე ეკიპაჟის 6 წევრი და 26 მგზავრი იმყოფებოდა. არავინ გადარჩა. საგანგებოდ შექმნილი კომისია მომხდარის ყველა შესაძლო ვერსიას შეისწავლის", - აცხადებენ სამინისტროში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner