ჟურნალისტი ზაზა სვანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ირაკლი ღლონტიდან დაწყებული, ნიკა გვარამიათი დამთავრებული, ვინ არ ეხმიანება ქეთა თოფურიას მიერ გაკეთებულ კომენტარს ერთ-ერთ სოციალურ ქსელში, ერთნი პედაგოგიურ-ამღზრდელობით სამუშაოებს უტარებენ რუსული ესტრადის წარმოშვებით ქართველ ვარსკვლავს... სხვები იგინებიან, ვიღაცები იმასაც ითხოვენ, რომ ქეთა საქართველოში არ შემოუშვან, ვისაც როგორ შეუძლია ისე წერს; ზოგიც გაზეთ „პრავდას" სტილში, „ვამხილოთ მოღალატე" და ა.შ... ხალხნო სხვა სადარდებელი არ გაქვთ ? ქეთა აქედან წავიდა 2004 წელს, მგონი სრულწლოვანიც არ იყო, მაქსიმუმ 18 წლის იქნებოდა, მეტის არა... ანუ ფაქტიურად ბავშვი, ის ნახევრად რუსეთში გაიზარდა და ჩამოყალიბდა, არის იმ საინფორმაციო ტალღების ზეგავლენის ქვეშ სადაც ცხოვრობს და მოღვაწეობს, შესაბამისად გარკვეული ანგარიშვალდებულებაც ექნება იმ სახელმწიფოსთან, სადაც თითქმის 15 წელია მღერის - აპატიეთ ქეთას, რუსეთი ოკუპანტიაო თუ არ ყვირის! აქვე, განვმარტავ; მეგობრები არ ვყოფილვართ ( სამჯერ თუ ოთხჯერ მყავს პირადად ნანახი ათ-ათი წუთით) არც ნატო დუმბაძესთან მაქვს რაიმე ვალდებულებები, და არც ჭირდება ჩემი ადვოკატობა ვინმეს, საერთოდ მგონია, რომ დიდად არც აღელვებს ის ბორგვა ქეთას, რაც მის გარშემოა. ( ვინც მის ტიპაჟს ჩემზე ახლოს იცნობს დამეთანხმება ) ჰოდა მიხედეთ თქვენს კარიერას, გეგმებს, ქვეყანას, ათასი თემაა ირგვლივ... ვერც 2008 წლის ომში დაღუპული ოჯახების გულებს გავამთელებთ ამ უშინაარსო კონტენტით და ვერც დროებით დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ, „ა-სტუდიოს" სოლისტის ნაჯღაბნი, ყურს მიღმა რომ დაგვეტოვებინა, უფრო მართებული იქნებოდა. თქვენს საქმეებში იმის ნახევარს რომ მიაღწევთ, როგორც ქეთამ მიაღწია თავისს დარგში, მერე ვნახავ რამდენად დამოუკიდებლები იქნებით შეფასებებში... პ.ს. ახლა დაიწყება, აუ თამარი ამდენი წლის გამეფდა, მაია წყნეთელმა ეს ქნა, მარო მაყაშვილიც პატარა გოგო იყო, თავი რომ გაწირა! არ დავიღალეთ 24 საათის განმავლობაში ამ მომღერლების დამუნათებით და ისტორიულ პარალელებში ცხოვრებით? მოეშვით „ფიფალ"... მოეშვით მითებში ცხოვრებას და სხვებზე პასუხისმგებლობების აკიდებას! ნუ ავალდებულებთ ადამიანებს მაღალი პატრიოტული მწვერვალებიდან აზროვნებას! და კიდევ ერთი კითხვა - დიდი ხანია მოეშვით სააკაშვილის ქებას? ეს კითხვა ნიკა გვარამიას ეხება, უპირველესს ყოვლისა... თქვენს პათოსს მაშინ ექნებოდა ფასი, იმ წლებში რომ გაგეკრიტიკებინათ მიშა, როცა ის თავისი კარიერის ზენიტში იყო, და როცა შეცდომებსაც უშვებდა, თუ ეს იმიტომ არ გააკეთეთ, რომ შეგეშინდათ არ დაგეღუპათ თქვენივე მომავალი, მაშინ გაჩუმდით, და 14 წლის წინ, აქედან წასული, 17 -18 წლის კიკინებიანი გოგოსთვის, წლების შემდეგ ლექციების კითხვას თუ მორალურ აღზრდას შეეშვით!", - წერს ზაზა სვანაძე.