ჟურნალისტი ზაზა დავითაია აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ქართველი ერის წინაშე ჩადენილი სისასტიკისთვის პასუხი უნდა აგოს. ამის შესახებ დავითაია სოციალურ ქსელში წერს:
„ამ ქვეყნად მაინც არაფერი დამრჩა, რაც გამახარებს...
მე პირადად მზად ვარ სიცოცხლის გასაწირად, თუ ეს მართლა მოხდება! ტანჯვით სიკვდილზეც წავალ, მაგრამ სააკოვის საქართველოში დაბრუნებას არ დავუშვებ! ის მხოლოდ ბორკილებდადებული უნდა ჩამოვათრიოთ და მისხალ-მისხალ ვაგებინოთ პასუხი თითოეულ სისხლის და ცრემლის წვეთზე, რაც ქართველ ერს აღვრევინა! ანტიქრისტე უნდა მოიშთოს!
ზუსტად ვიცი, ამ ბრძოლაში მარტო არ ვიქნები - ქუდზე კაცი გამოვა!
პოლიტპატიმრებო, რეპრესირებულებო, ერისშვილებო - თქვენ რას აპირებთ?" - წერს ზაზა დავითაია.