logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: ზვიადის ოთახის გადაღება თავისუფლად შევძელით...
- +

7 მარტი. 2018. 01:29


 

ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში წერს:

 

„უზენაესი საბჭოს დეპუტატ გია მამფორიასგან და თამილა ლომიშვილისგან სულ შემთხვევით გავიგე რომ, ე.წ მშვიდობიანობის პერიოდში რამდენიმე დღით პრეზიდენტი სოფელ რუხში გადაუყვანიათ საცხოვრებლად, სანამ ცხენისწყალზე არ დაწყნარდა სიტუაცია. ვის არ ვკითხე ამ სახლის არსებობის შესახებ, მაგრამ ზოგმა არ იცოდა და ზოგს მხოლოდ გაგონილი ჰქონდა ან აღარ ახსოვდა... მადონა მაქაცარიას წყალობით სოფელ რუხში ამ სახლს მივაგენით... ჭკადუების სახლი დაკეტილი დაგვიხდა, რადგან ოჯახის უფროსი გარდაცვლილა და ოჯახი თბილისში იმყოფებოდა... მეზობლებს შევეხმიანეთ, რა თქმა უნდა, ყველას ყველაფერი ახსოვდა... ერთადაც კი სადილობდნენ პრეზიდენტთან, იმდენად უშუალო იყო ხალხთან ზვიად გამსახურდია. მოგვიანებით ოჯახის უფროსი სასტიკად უცემიათ ხუნტის ჯალათებს და მალევე გარდაცვლილა. გული დამწყდა რომ სახლი დაკეტილია, შიგნიდან მინდოდა პრეზიდენტის ოთახის გადაღება. მეზობელს ვკითხე თუ იცოდა პრეზიდენტის ოთახი რომელი იყო და თან მეორე სართულის ფანჯრებს შევცქერი... მითხრეს აგერ ეს იყო პირველ სართულზეო... მეტალო პლასმასის ფანჯარაში შევიჭყიტე და რა უცნაურია, ფანჯარა თავისით გაიღო... მეზობელ ქალს ვეუბნები ხელი არ მიხლია მეთქი... მოკლედ ფარდა ფრთხილად გადავწიე და ზვიადის ოთახის გადაღება თავისუფლად შევძელით..." - წერს შონია.


 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner