„უარს ვამბობ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტ ფული გამოვიყენო! ვიზიტები თუ მაქვს არც იმას ვახორციელებთ სახელმწიფოს ხარჯზე", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია „ობიექტივის" ეთერში განაცხადა.
„მე არ ვსარგებლობ პარლამენტის მანქანით! ასევე უარი ვთქვი ბიუჯეტიდან სატელეფონო გადასახადების გადახდაზე! სადაც ვახერხებ უარს ვამბობ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტ ფული გამოვიყენო! ვიზიტები თუ მაქვს არც იმას ვახორციელებთ სახელმწიფოს ხარჯზე" - განაცხადა ირმა ინაშვილმა.