logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: არც ერთი ქალი არ იმსახურებს, ძალადობის რამე ფორმით გამოვლენის მსხვერპლი იყოს!
- +

7 მარტი. 2018. 03:05


 

„მინდა, ყველა იმ ქალს, რომელმაც ნებისმიერი სახის ძალადობა გადაიტანა, ჩემი განსაკუთრებული სოლიდარობა გამოვუცხადო", - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა. ბესელიამ ქალთა მიმართ ძალადობის ახალი ეროვნული კვლევის შედეგების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2009 წლის შემდეგ ასეთი მასშტაბური კვლევა არ ჩატარებულა და თითოეული მონაცემი დამაფიქრებელია.


„ამას ძალიან სერიოზული ჩაღრმავება და კარგი გაანალიზება სჭირდება იმისთვის, რომ 2016 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გარდა, საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანია გავხსნათ. თქვენი გადაცემაც პრევენციას ემსახურება და ამ თემის წინ წამოწევისთვის დიდი მადლობა მინდა გითხრათ.

 

პოზიტიურია ტენდენცია, რომ სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან რეაგირება გაიზარდა. შესაძლოა, ძალადობა კი არ გაიზარდა, არამედ რეაგირება. ანუ, ქალბატონებმა ძალადობის ფაქტებზე საუბარი ხმამაღლა დაიწყეს. დღეს კიდევ უფრო მეტმა ქალმა დაიჯერა, რომ ძალადობაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება, რადგან ეს კიდევ უფრო ახალ ძალადობას ახალისებ.

 

ჩვენ რეალობა უნდა შევცვალოთ, რადგან არც ერთი ქალი არ იმსახურებს, ძალადობის რამე ფორმით გამოვლენის მსხვერპლი იყოს. ქალები სოლიდარობას, მხარდაჭერას, გაძლიერებას იმსახურებენ და ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რითაც ყველანი უნდა დავკავდეთ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner