logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ბოტანიკური ბაღის გასხვისება სააკაშვილის იდეა იყო!
- +

27 აპრილი. 2016. 12:19



თბილისის ბოტანიკური ბაღის გასხვისებასთან დაკავშირებით, საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე თვის წინ საუბრობდა და აცხადებდა, რომ ბოტანიკური ბაღის გასხვისება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის იდეა იყო.


„სააკაშვილი ხშირად მირეკავდა და დაიწყო გახშირებული რეკვა თბილისის ბოტანიკურ ბაღზე, მერე ბათუმიც მოაბა მაგას.

 

ვერ გავიგე, რა უნდოდა დიდხანს, მერე მკვახედ ვკითხე - რა გინდა-მეთქი? რომ გამაწვალა, რამდენიმე ზარით ზედმეტად გააკეთა, გასხვისება უნდოდა ერთის თუ მეორის, ვერ გავიგე, თუ რაღაც გეგმები ჰქონდა.

 

მე უთხარი, რომ ეს არის საერთო მოხმარების და არ შეიძლება ამაზე საერთოდ საუბარი და მე მაგ საუბარში არ შემოვალ. თანმიმდევრულად ვერ მოგიყვებით.

 

შემდეგ კიდევ ზარები და მითხრა, ბოლო-ბოლო რა გინდაო, ერთ-ერთი აირჩიეო, ერთი შენი იყოს, ერთი ჩვენი იყოსო.

 

რა უნდა იყოს ან ჩემი, ან თქვენი ? გინდა თბილისის აირჩიე, გინდა ბათუმისო.

 

მე უთხარი, მაგას როგორ ვიკადრებ, რომ ბოტანიკური ბაღი გავითავისო, მერე მეორე კუთხიდან მიუდგა.

 

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, გადმომირეკა და მითხრა, რომ ჩვენ გვინდა მაგის პრივატიზაცია და შენც თუ მიიღებ პრივატიზაციაში მონაწილეობას.

 

მე უთხარი, რომ მე არ მივიღებ, მაგრამ, თუ შევხედე, რომ უხეშად რაღაცას აკეთებთ, რომ ამათ ფუნქცია დაკარგონ, ასეთ შემთხვევაში ვიყიდი, მაგრამ ისევ სახელმწიფოს დავუბრუნებ საჩუქრად-თქო", - აცხადებდა ივანიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner