logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: ომი ჩვენთვის გენოციდია - მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს!
- +

7 მარტი. 2018. 11:50



ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


 

„აი, არ მინდოდა ჩემთვის სათუთი თემის ხელის ხლება, მტკივა ყველაფერი, რაც ცხინვალს და სოხუმს უკავშირდება...

 

2001-2003 წლებში მინისტრის მოადგილე ვიყავი კონფლიქტებში და პირადად მე გადმომყავდა ქართველი პატიმრები ცხინვალიდან საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად...

 

...მერე დიდხანს „ვეღრიჭებოდი" ამბროსიევიჩს, რომ ოსი პატიმრები მომეძებნა და გადამეყვანა ცხინვალში, ასე, საკუთარი მანქანით (უარი ვთქვი სახ.მანქანაზე, მძღოლზე და დაცვაზე) ორი ქართველი პატიმრის სანაცვლოდ, ხონის ციხეში მივაკვლიე ჩერმენ ბუკულოვს (ცხინვალის პოლიციის უფროსი) და გადავიყვანე ცხინვალში, რომ კოკოითისგან ის ორი ქართველი დასამადლებელი არ ყოფილიყო!

 

დიახ, ომში ვართ! დიახ, ყველაფერს უნდა სიფრთხილე, სწორი გათვლა და სამშობლოს სიყვარული!

 

ამის მერე მამუკა არეშიძესთან ერთად შევძელით 14 ოსი ჟურნალისტის ჩამოყვანა და ჩვენს ჟურნალისტებთან პირისპირ შეხვედრა!

 

ემოცია უძლიერესი (ტირილი, ჩხუბი, შერიგება, სუფრა, სიცილი, გაცილება) - რეზულტატი საუკეთესო! 2 წელი სიტყვა ცუდი არ დაწერილა არც საქართველოზე და არც ქართველებზე!

 

დღეს რა ხდება?

 

ის სამარცხვინო აქცია ცხინვალში არ ეკადრებოდათ ოსებს, მაგრამ ვინ ეტყვით ამას?

 

Facebook-ით უხსნით, ეომებით და ორთქლს უშვებთ??? სადაა კონტაქტები,

 

საინიციატივო ჯგუფები, შერეული ოჯახები, და ბოლოს  სახელმწიფო ნება, დავიწყოთ შეხვედრები პირისპირ!!!

 

ამას ითხოვს ევროკავშირი და გაერო! ამიტომ თავად პირველებმა და პირადად მიულოცეს თიბილოვს გაპრეზიდენტება!!!

 

ჩვენ რატომ ვთამაშობთ კუკუმალობანას, „ვადუღებთ" კლავიატურას და ისევ ჩვენი ახალგაზრდების იმედი გვაქვს, რომლებიც აქციას მაინც მოაწყობენ, მაგრამ რისთვის?

 

თუ შედეგზე არ ვიქნებით ორიენტირებული, მუდამ წამგებიანი პოზიცია გვექნება!!!

 

სასწრაფოდ მისაღებია ზომები! ქმედითი და არა ზერელე! დიპლომატიური და არა ვიგინდარული! სამშობლოსთვის და არა მის წინააღმდეგ!

 

ომი ჩვენთვის გენოციდია - მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს!

 

P.S. რუსეთი ყოველთვის ეცდება ბუფერული ზონების გაძლიერებას!

 

ამის გაგებას დიდი ტვინი უნდა???

 

სამხედრო ბაზები, ბაზები, ბაზები - აი, ამაზე უნდა ვესაუბროთ მსოფლიოს და არა უაზროდ ვიხოკოთ სახე!

 

გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა, მათ შორის რუსეთის და მთავარ თემად დავსახოთ პირდაპირი ურთიერთობა ოსებთან და აფხაზებთან!

 

სხვა შემთხვევაში, ზუსტად ამ ბუფერის გასამაგრებლად რუსეთი, ხოლო გასანადგურებლად აშშ ჩვენს ტეროტორიაზე გაასწორებენ ანგარიშს და მერე facebook-ის ლომებო, ასოციალურო ელემენტებო და ურა პატრიოტებო - თქვენ რა?

 

ისევ სოროში შეძვრებით, საქართველოს მიწა კი კვლავ  ანწუხელიძეების სისხლით გადაწითლდება..." - წერს მოროშკინა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner