ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ყოჩაღ, კახა კალაძეს!
ის ასრულებს საარჩევნო დაპირებას და სახელმწიფო ენის დასაცავად ქმედით ნაბიჯებს დგამს.
ფიზიკური პირი, რომელიც აბრებზე სახელმწიფო ენას უგულებელყოფს, 1000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი - 3000 ლარით.
კანონი მთელ საქართველოზე გავრცელდება.
თუ თაფლაკვერა არ ჭრის, მათრახი მაინც გაჭრის", - წერს ჩანადირი.