თურქეთის კონსტიტუციაში შესული ცვლილებების მიხედვით, რომლის თანახმადაც თურქეთი საპრეზიდენტო მმართველობის ქვეყანა ხდება, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2019 წლიდან გაუქმდება.
კონსტიტუციაში შესული ცვლილების მიხედვით, პარლამენტში დეპუტატების რაოდენობა 550-დან 600-მდე გაიზრდება.
ფართოვდება პრეზიდენტის უფლებამოსილება - რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ქვეყანას 2029 წლამდე უხელმძღვანელებს.