logo_geo
eng_logo
მაია ასათიანი განცხადებას ავრცელებს
- +

7 მარტი. 2018. 17:03



ჟურნალისტი მაია ასათიანი „პროფილის" ოფიციალურ „facebook"-გვერდზე განცხადებას ავრცელებს.


უდიდეს სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ, უამრავი წერილი მომდის და თუ რამე მაძლიერებს, თქვენი თანადგომაა! მეგობრებო, არ ვარ არც მონასტერში და არც საავადმყოფოში. ჩემი ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებული ჭორები საშინლად მთრგუნავს. უმძიმესი ერთი წელი მქონდა. ერთადერთი 18 წლის ქალიშვილი უეცრად გარდამეცვალა, 23 თებერვალს წლისთავი იყო... ცოტა ხნით შრომისუუნარო გავხდი. ახლა ძალებს ვიბრუნებ, რომ ჩემს საქმეს დავუბრუნდე. ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვისაც ესმის ჩემი გლოვაც და სიცოცხლეში დაბრუნებაც!" - წერს მაია ასათიანი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner