შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 95 მსჯავრდებული შეიწყალა. შესაბამისი აქტი გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამოსცა.
„თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან დღეს 69 პატიმარი გათავისუფლდება. მათგან 10 ქალია და 2 არასრულწლოვანი. ამავე აქტის საფუძველზე 26 მსჯავრდებულს შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა. მსჯავრდებულებს შორის, რომლებსაც სასჯელი შეუმცირდათ, 2 ქალი და 2 არასრულწლოვანია", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.