logo_geo
eng_logo
რევოლუციის წინა პერიოდი - ფრთხილად, ამსტერდამო, შენ გელის არეულობა!
- +

7 მარტი. 2018. 21:19



ფოტო, რომელსაც ახლა ხედავთ, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და ასე დაასათაურა: „შემთხვევით გადაყრა ამსტერდამის ქუჩებში". სურათზე კარგად ჩანს, თუ როგორ აბირჟავებს ბატონი მიხო შემთხვევით ჰოლანდიის დედაქალაქში, მაგრამ თუ გავიხსენებთ, როგორ გახდა ის საქართველოს პრეზიდენტი (მაშინაც აბირჟავებდა შემთხვევით), უნდა ვივარაუდოთ, რომ მალე ევროპის გულშიც დაიწყებს არეულობას და იმის მტკიცებას, რომ ამ ქვეყანასაც რუსი ოლიგარქები მართავენ. საერთოდ, მიხოს გვერდით სამი კაცის გაჩერება და უკვე რევოლუციაა, ყოველ შემთხვევაში, მცდელობა მაინც. ამ ადამიანისთვის არ არსებობს არც მეგობარი, არც სიკეთე, არც სიდედრი, არც ის, რომ სტუმარია... მას ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი მსოფლიოს მოქალაქეობა და ამიტომაც გრძნობს თავს ყველგან მასპინძლად. მეტიც, ის თავს გრძნობს იმ ქვეყნის ბატონ-პატრონად, სადაც იმყოფება.


მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ამ ეტაპზე მიხო თითქოს აბირჟავებს, მაგრამ საკმარისია, ასიოდე თანამოაზრე გამოუჩნდეს, ეგრევე დაიწყებს რევოლუციის მომზადებას, მთავრობის სახლთან კარვების გაშლას, თბილი ტანსაცმლის მომარაგებას და ტანჯული ხალხის გამოყვანას.

 

ფრთხილად, ამსტერდამო, შენ გელის არეულობა!


ლევან სიხარულიძე


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner