ცნობილია, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთში გამოსვლაზე პრინციპულად უარს ამბობს ბუბა კიკაბიძე, ამის შესახებ კიკაბიძე „კვირის პალიტრას" ესაუბრა:
- რუსეთში 2008 წლის შემდეგ არ ვყოფილვარ! ომის დაწყებამდე ცოტა ადრე სიტუაცია დაიძაბა და იქედან მოყოლებული რუსეთთან კავშირი გავწყვიტე. ძალიან ბევრ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი. ახლაც მიწვევენ, მუდმივად მირეკავენ და მეძახიან, მაგრამ არ მივდივარ!
- თუმცა ბევრი არ მოქცეულა თქვენსავით...
- სხვაზე ლაპარაკი არ მინდა, რა ვუთხრა, არ წახვიდეთ და მოსკოვში არ იმღეროთ-მეთქი?! ყველას თავის თავმოყვარეობა უნდა ჰქონდეს... და ქვეყნის სიყვარული და ვისაც როგორ უნდა ისე მოიქცეს!
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში კონცერტს მართავს ქართული ესტრადის ვარსკვლავი ნანი ბრეგვაძე...
- მე ნანიზე და სხვებზე არასოდეს არაფერს ვიტყვი, არ ვარ ჭორიკანა კაცი! ნანი არის ჩემი და, ძალიან მიყვარს!
- როგორც დას, რას ურჩევდით?
- ასეთი რამეების რჩევა არ შეიძლება გენაცვალე! ეს ყველაფერი შიგნით გულში უნდა გქონდეს! მე ხომ ვერ ვეტყვი არ წახვიდე ან წადი-მეთქი?!..
ვხედავთ რაც ხდება ტატუნაშვილთან დაკავშირებით, ახალი ამბავი ხომ არ არის რუსეთი რომ ოკუპანტია?! რაღად უნდა ამას კითხვა! ნორმალური ადამიანი ყველა ამის წინააღმდეგ იქნება და მეც ერთ-ერთი ვარ!