logo_geo
eng_logo
ლევან ლორთქიფანიძე: არმაზ ახვლედიანმა გადასარევად იცოდა, ნიანგები რომ იყვნენ კოალიციაში!
- +

22 თებერვალი. 2016. 17:48




პოლიტიკურ მეცნიერებათა სპეციალისტი ლევან ლორთქიფანიძე არმაზ ახვლედიანის განცხადებებზე „ალიასთან"  საუბრობს და ამბობს, რომ ეს განცხადებები „ქართულ ოცნებაზე" მისი გავლენის დაკარგვამ გამოიწვია. რამდენიმე დღის წინ არმაზ ახვლედიანმა თავისი კოლეგები საჯაროდ გააკრიტიკა. ახვლედიანმა განაცხადა, რომ „ოცნებაში" საბჭოთა მენტალიტეტი მძვინვარებს და ისინი დემოკრატიისგან შორს არიან":

 

„ბატონ არმაზს ძალიან კარგად ვიცნობ, ის ძალიან კარგი მოსაუბრეა და პოლიტიკაზე მეტად მის ადგილს რომელიმე რიტორიკის შემსწავლელ სკოლაში ვხედავ.  როცა ბებერ ნიანგებზე და მფრინავ სპილოებზე საუბრობს, არ მესმის, მანამდე ისინი იქ არ იყვნენ? კოალიციაში მათთან ხომ თანამშრომლობდა? ასე რომ, ნიანგები რომ იყვნენ კოალიციაში, მან გადასარევად იცოდა. როგორც ჩანს, თავად ვერაფერი გააწყო მათ წინააღმდეგ და გაბრაზებულია. ეს გაბრაზებაც ლოგიკურია, რადგან არმაზმა კოალიციაზე გავლენა დაკარგა. აშკარაა, პოლიტიკოსების კრიზისია, რაც შეიძლება გამოიხატოს ვადამდელ არჩევნებში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ვფიქრობ, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდებიან. არ ვვარაუდობ, რომ ჩვენს ქვეყანაში მოხდეს სამოქალაქო ომი ან დაპირისპირება, რადგან ჩვენ სამოქალაქო ომის კომპლექსი გვაქვს, ასეთ სასწაულს არ ველი. მაგრამ იმას, რომ 2016 წლის შემდეგ შესაძლოა ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა დადგეს, არ გამოვრიცხავ", - ამბობს ლევან ლორთქიფანიძე.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner