ავღანეთში, ჯალალაბადის ცენტრში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან სასულიერო პირი და მისი პირადი მცველი. აფეთქების შედეგად კი 16 ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი ფეხით გადაადგილდებოდა, ის სამიზნეს ელოდებოდა. როგორც კი სასულიერო პირის მანქანა გაჩერდა, ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა სწორედ მაშინ აამოქმედა.