საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თანათავმჯდომარემ ელიოტ ენგელმა აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კონგრესმენმა განაცხადა, რომ საბოლოოდ, საქართველო NATO-ს წევრი მაინც გახდება.
„მე განვუცხადე ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მე ვიყავი საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მხარდამჭერი. მიმაჩნია, რომ NATO-ს მხრიდან შეცდომა იყო, როდესაც მაშინ ეს ქვეყნები ალიანსმა არ მიიღო თავის რიგებში. დღესაც ვთვლი, რომ ისინი უნდა გაწევრიანდნენ NATO-ში, და გამოვთქვამ იმედს, რომ ჩვენი თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს. საბოლოოდ, საქართველო მაინც გახდება NATO-ს წევრი", - გამაცხადა აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თანათავმჯდომარემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს სიტყვით გამოვა ილინოისის უნივერსიტეტში. გიორგი კვირიკაშვილი ასევე შეხვდება საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებს და ბოსტონში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს.