ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართულ აქციებს „facebook"-გვერდზე გამოეხმაურა.
„ნაციონალები ყაზარმულზე გადავიდნენ, ბიძინა ივანიშვილმა 4 ჰექტარი მიწა მიითვისა, სასწრაფო წესით უნდა დავიბრუნოთ, ქუდზე კაცი გამოვიდეთო. თქვე კეთილმოტ...ულებო, კოდორი და ახალგორი რომ ჩააბარეთ 2008-ში რუსებს (სტრატეგიულ ობიექტებს აღარ ჩამოვთვლი) და გიული ალასანიამ რომ გადაიფორმა 2008 წლის 8 აგვისტოს გეპეის შენობა (სააკაძის მოედანზე), მაშინ რატომ არ პატრიოტობდით ასე, მაშინ რატომ არ იფხორებოდით მამალი ინდაურებივით? არადა, ბოტანიკური ბაღის „ნაჩალნიკობა" იძახის, ეს 4 ჰექტარი ქვა-ღორღიანია, სანაცვლოდ უკეთესი ტერიტორია მივიღეთო. რა გინდათ, გაწმინდოს კაცმა, ბაღი გააშენოს, რაღაცას დაამსგავსოს, რატომ მიირთმევთ ბებიათქვენისას? ისე, მეც რა მიკვირს, მთელი 13 წელი ბებიათქვენისას მიირთმევთ და ახლა ასე უცებ ერბოზე ხომ არ გადახვალთ?" - წერს გელა ზედელაშვილი.