უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„პროცესი, რომელსაც „მასიურად ქართველი ახალგაზრდების თურქეთში სამუშაოდ გადასვლა" ჰქვია, გენოფონდის განადგურების ტოლფასია და რატომ?!... მძიმე და მონური სამუშაო პირობების, უთენია ნამიანი ჩაის პლანტაციაში მუშაობის, თხილისა და მიწაზე სამუშაოების შესრულების დროს, ცივ მიწაზე ჯდომის გამო 16-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდების დაახლოებით 60% პროსტატიტის დაავადებით იტანჯება...
როგორც ცნობილია, პროსტატის მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცესია, რისი საშუალებაც ხელმოკლე ოჯახებს, არ აქვთ...
ფაქტობრივად, ამ ახალგაზრდების, დაახლოებით 40% განწირულია უშვილობისთვის და 50-55 ასაკში პროსტატიტის სიმსივნით გარდაცვალებისთვის..." - წერს მერაბ ბლადაძე.