logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: მოკლედ, ვაი, შენი ტყავის ბრალი, თუ ერთი დაგცდა, რომ...
- +

9 მარტი. 2018. 01:22



აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მოკლედ, ვაი, შენი ტყავის ბრალი, თუ ერთი დაგცდა, რომ კომუნისტების დროს, არავის შიოდა, უფასო იყო გაზი, წყალი, დენი, ნაგავი, ექიმი, სწავლა-განათლება და ა.შ...

 

- უხ, შენ რუსეთუმე კომუნისტოო, - გაგწიწკნიან და თუ გაასწარი ცოცხალმა ხომ კარგი... ნუ მოღალატე რომ ხარ, რომ გენატრება მონობა, ეს ხომ ისედაც ცხადია...

 

ვერ გავიგე, მარტო 8 მარტი მოგწონთ ამ კომუნისტებთან ცეცხლით და მახვილით მებრძოლებს?

 

არ მითხრათ ახლა, როზა და კლარა რუსები კი არა, მსოფლიო მოქალაქეები იყვნენო, თორემ თავს მოვიკლავ...

 

გილოცავთ, ვისაც გეზეიმებათ, გოგოებო და ქალბატონებო! სულ სიკეთე, სიხარული, სიყვარული და ბედნიერება გქონდეთ თქვენს ოჯახებთან ერთად!

 

ასეა, როცა ხალხი შეიყვარებს და გაითავისებს რამეს, მერე აღარც დაფეხვილი და ერთმანეთის შვილებთან მოკოტრიალე როზა და კლარა ახსოვს ვინმეს, აღარც ცვედანი ლენინი და აღარც სემიონ ბუდიონის ულვაშები", - წერს შარაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner