logo_geo
eng_logo
გია კორკოტაშვილი: როდემდე შეიძლება ამ უზნეობის ატანა!
- +

9 მარტი. 2018. 02:02



„ქართველთა მარშის" ყოფილი ორგანიზატორი გია კორკოტაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:

 

„საქართველოში ყველა ქალბატონი უნდა გამოვიდეს, ვისაც ბავშვები ჰყავთ ბავშვებთან ერთად და ანახონ ქალის რეალური სახე. ჩემი და ჩემი ახლობელი ქალბატონების აზრია.

თუ მოგეწონებათ მოვკიდოთ ხელი ამის განხორციელებას!

ითავეთ ქალბატონებმა და კაცებიც გვერდში დაგიდგებით! როდემდე შეიძლება ამ უზნეობის ატანა!

ზუსტად მსოფლიოსაც და ევროპასაც ვანახოთ რომ რა არის ქალბატონის სახე!

მშვიდი მსვლელობით! დავინახავთ მაინც ბევრნი ვართ თუ ცუდადაა საქმე!" - წერს კორკოტაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner