საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული, მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდა. საუბარია უკანონოდ ჩამორთმეული 1 254 784 ლარის ღირებულების უძრავი ქონების დაბრუნებაზე.
გამოძიების მონაცემებით, მოქალაქე ილია კაპანაძე და მისი ოჯახის წევრები ფლობდნენ სააქციო საზოგადოების 99%, რომელსაც საკუთრებაში ჰქონდა გორში მდებარე 2159 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებით. საერთო ფართობი 998, 7 კვ.მ. ასევე, აღნიშნული საწარმოს თანასაკუთრებაში იყო 407 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული 874 კვ.მ ფართობის შენობა.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ 2010 წლის სექტემბერში ილია კაპანაძის ოჯახის ქონება პროკურატურის ინტერესის სფეროში მოექცა, რის შემდეგაც კაპანაძე, მისი ოჯახის წევრები და ადვოკატი საოლქო პორკურატუაში რამდენჯერმე დაიბარეს. ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ 2010 წლის 21 დეკემბერს დაზარალებულმა ილია კაპანაძემ და მისმა ოჯახის წევრებმა, უძარვი ქონების ჩუქების ხელშეკრულებით გორში მდებარე კუთვნილი უძრავი ქონება იძულებით მთლიანად გააჩუქეს სახელმწიფოზე.