logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: ქალის მიმართ საზოგადოება ბევრად უფრო მომთხოვნია...
- +

9 მარტი. 2018. 02:24


 

„ქალის მიმართ საზოგადოება ბევრად უფრო მომთხოვნია და კაცს ეპატიება ის, რაც ქალას არ ეპატიება", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა.


„ქალებს ძალიან მაღალ სტანდარტს სთხოვენ მაშინ, როცა ეს სტანდარტი კაცების მიმართ ასეთი მაღალი არ არის. იგივეა პოლიტიკაშიც, საჯარო სივრცეში. როცა ვინმეს რამე არ მოსწონს და გაკრიტიკებს, ქალების მიმართ ეს საშინელ ფორმებში გადადის, არის ძალიან შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და ბუნებრივია, როცა ასეთ რამეს ხედავ, ამ პროცესისგან შორს ყოფნის სურვილი გიჩნდება, რომ ამ მობულინგო ტიპის პროცესს თავი აარიდო.

 

თუ შენ ძალაუფლებისკენ სწრაფვა არ გაქვს და გაქვს სურვილი, პოლიტიკურ პროცესში კეთილსინდისიერად იყო ჩართული და გააკეთო ის, რაც შენი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის სასარგებლოა, მოტივაცია ისეთი ძლიერი არ არის, რომ იმ ყველაფერს გაუძლო, რა შეფერხებებიც გზაზე დაგხვდება. ეს შეფერხებები კი აუცილებლად დახვდება ყველა ადამიანს და განსაკუთრებით - ქალს, ვინც საჯარო სივრცეში თავისი მოსაზრების დაფიქსირებას მოინდომებს.

 

სამწუხაროდ, ამ კუთხით, საქართველოში კარგი სტატისტიკა და მდგომარეობა არ გვაქვს. ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობა დაახლოებით 10%-ია, პარლამენტის დონეზე კი 15%, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ეს სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ ქალისთვის თავის დამკვიდრება ყველა სფეროში მძიმეა.

 

დაბალ საფეხურზე დომინანტი ქალები არიან. ანუ, ძალიან ბევრი ქალია ჩართული, მაგრამ მათ საკმაოდ დაბალი ანაზღაურება აქვთ და რაც უფრო ზემოთ მივდივართ, ქალების წარმომადგენლობა შესაბამისი პროპორციით მით უფრო იკლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს გარკვეული სტერეოტიპები და დამაბრკოლებელი გარემოებები", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner