logo_geo
eng_logo
რამილია ალიევა: ჩემთვის თავის დამკვიდრება პირველ ეტაპზე რთული იყო, რადგან...
- +

9 მარტი. 2018. 02:40


 

„საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ თუ ქალი წარმატებულია, მას აუცილებლად წარმატებული მამა ან მეუღლე უნდა ჰყავდეს, რადგან მას მამაკაცის სახით გარანტი აუცილებლად სჭირდება", - ამის შესახებ ჟურნალისტმა რამილია ალიევამ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა.

 

„ეს სწორი არ არის და ცოტა საწყენიცაა. გვაქვს უამრავი მაგალითი და თქვენი გადაცემის სტუმრების მაგალითზეც ვხედავთ, რომ შესაძლებელია, ქალები ძალიან ძლიერები იყვნენ.

 

ჩვენ ჯერ კიდევ სტერეოტიპებით ვაზროვნებთ და ვფიქრობთ, რომ გოგომ ეს არ უნდა გააკეთოს, ეს პროფესია არ უნდა აირჩიოს და ა.შ. მაგალითად, არ შეიძლება, გოგო ფერმერი იყოს, არ შეიძლება, გოგომ გარისკოს, ბანკიდან დიდი სესხი აიღოს და ბიზნესში ჩადოს და ა.შ, რაც სამწუხაროა.

 

ჩემთვის თავის დამკვიდრება პირველ ეტაპზე რთული იყო, რადგან ქართული ისე კარგად არ ვიცოდი, როგორც ჩემმა კოლეგებმა იცოდნენ. აი, ამ კუთხით იყო რთული, თორემ სხვა მხრივ სირთულე არ ყოფილა. ჟურნალისტიკა არის სფერო, სადაც დომინანტები ქალები არიან", - განაცხადა რამილია ალიევამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner