logo_geo
eng_logo
რობერტ სტურუას ახალი სპექტაკლის პრემიერა 27 მარტს გაიმართება!
- +

9 მარტი. 2018. 03:37



27 მარტს რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე რობერტ სტურუას სპექტაკლის - „ვანო და ნიკოს" პრემიერა გაიმართება.


სპექტაკლს რეჟისორი ერლომ ახვლედიანის მოთხრობების მიხედვით დგამს.


სტურუა ამჯერადაც გია ყანჩელთან ითანამშრომლებს. მუსიკა სწორედ ცნობილ ქართველ კომპოზიტორს ეკუთვნის.


სპექტაკლის მხატვარი მირიან შველიძეა, ქორეოგრაფი კი კოტე ფურცელაძე.


მთავარ როლებს მიშო არჩვაძე, სანდრო ღაღანიძე-მიკუჩაძე, ნინო არსენიშვილი და დავით დარჩია ასრულებენ.


სპექტაკლ „ვანო და ნიკოს" პრემიერა 27 მარტსაა დაგეგმილი.



 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner