logo_geo
eng_logo
ნინა კობახიძე: უნდა შევიმუშაოთ მექანიზმები, რათა ბიზნესში ქალთა და მამაკაცთა ანაზღაურება გავათანაბროთ
- +

9 მარტი. 2018. 10:01


 

„სამსახურში მიღების დროს დამფუძნებლის ან გენერალური დირექტორის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, სამსახურში მიიღებს თუ არა ქალს, რომელიც პოტენციურად ორსულობის, მშობიარობის და ა.შ. რისკის ქვეშ იმყოფება", - ამის შესახებ „ბიზნესლიდერთა ფედერაცია - ქალები მომავლისთვის" ბორდის თავმჯდომარემ, ნინო კობახიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა.


„ბიზნესსექტორში შედარებით უფრო გამოიკვეთება პოზიციები, სადაც ქალები უფრო მეტი დოზით არიან დასაქმებული. თუმცა, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ბიზნესი საჯარო პოლიტიკას რაღაცით წინ უსწრებს. რჩება ძალიან მძიმე მოცემულობა, რომ ეკონომიკურ აქტივობაში 40%-ით ნაკლები ქალია ჩართული და ისინი 30%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ.

 

ქალებს ბიზნესის დაწყება უჭირთ, რადგან ხანდახან, ბებიის ნაჩუქარ ბეჭედს ან სხვა ქონებას თუ არ ჩავთვლით, მათ საკუთრება არ გააჩნიათ.

 

კომპანიაში, რომელშიც მე დღეს ვმუშაობ, 65% ქალია, მეორე კომპანიაში კი, რომლის დამფუძნებელიც გახლავართ - 100%. უნდა შევიმუშაოთ მთელი რიგი საგარანტიო მექანიზმები, რომ ბიზნესპროცესში ქალთა და მამაკაცთა შრომის ანაზღაურება გავათანაბროთ, სამსახურში მიღების პროცესში დისკრიმინაცია აღმოვფხვრათ და სხვადასხვა კომპანიებისთვის ეს ერთგვარ სოციალურ პასუხისმგებლობად ვაქციოთ", - განაცხადა ნინო კობახიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner