აღმოსავლეთ გუთაში, სირიელი სამხედრო კორესპოდენტი ხასან ბადრანი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.
სირიის ეროვნული სააგენტო SANA-ს გავრცელებული ინფორმაციით, ბადრანის დაღუპვის გარემოებებზე ინფორმაცია უცნობია.
ადამიანის უფლებათა დაცვის სირიის მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, 18 თებერვლიდან საჰაერო იერიშებს 800 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 177 ბავშვია.