სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმას, ძლიერ ქარს, მთაში კი თოვლს ვარაუდობენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შავ ზღვაში მოსალოდნელია 5-ბალიანი შტორმი, თუმცა უამინდობა სანაპირო ზოლს არ დააზარალებს, რადგან შტორმი შუა ზღვაში დაფიქსირდება.
სინოპტიკოსების თქმით, 10 მარტიდან შედარებით სუსტი, ცვალებადი მიმართულების ქარი იქროლებს, ხოლო ზღვის ღელვა 3-4 ბალამდე დაიკლებს.