ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის მიწვევა მიიღო და დონალდ ტრამპი მზადაა, კიმ ჩენ ინს შეხვდეს.
განცხადება ამის შესახებ ვაშინგტონში მყოფმა სამხრეთ კორეის დელეგაციამ გააკეთა, რომლებიც 5 და 6 მარტს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეხვდნენ.
არსებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინი თანახმაა, შეაჩეროს ბირთვული პროგრამები და ბალისტიკური რაკეტების გამოცდები, თუ აშშ-სთან მოლაპარაკებები შედგება.
ჯერჯერობით უცნობია შეხვედრის ზუსტი თარიღი. თუმცა, ცნობილია, რომ მოლაპარაკება მაისში გაიმართება.