ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის შენობაში გამთენიისას ხანძარი გაჩნდა.
არაოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი სადენები იყო. სრულად დაიწვა შენობის მე-3 სართულზე არსებული სამხედრო სამსახურის უფროსის მოადგილის სამუშაო ოთახი.
ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია. მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა.