logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: მოითხოვეთ გიგი უგულავასთვის ბრალის დამძიმება!
- +

27 აპრილი. 2016. 13:46



ბუნების სიყვარულმა" ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები  ქუჩაში გამოიყვანა, ისინი აქტიურად აპროტესტებენ ბუნებაში არარსებულ ფაქტს", -ამის შესახებ ზურაბ ქადაგიძემ ბოტანიკური ბაღის საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით საუბრისას „რეპორტიორს" განუცხადა.



„ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელის თქმით, ბაღის საზღვრების კორექტირების ფარგლებში მოხდა მიწის ჩანაცვლება და  რეალურად, ადგილი არ ჰქონია ბოტანიკური ბაღის  ტერიტორიის შემცირებას. მისი თქმით, თავის დროზე, ქალაქის მერმა გიგი უგულავამ ამ ტერიტორიაზე მიწის ფართობი გაყიდა და ბოტანიკური ბაღის საზღვრების კორექტირებაც მოახდინა.



უბრალოდ მოხდა ერთი ადგილის ჩანაცვლება მეორე ადგილით, რამაც უფრო ხელსაყრელ პირობებშჩააყენა ოტანიკური ბაღი და მიეცა განვითარების ახალი შესაძლებლობა, რადგან ქვა-ღორღიანი მიწის ნაკვეთის ჩანაცვლება მოხდა ბევრად პროდუქტიული მიწის ნაკვეთით. ბოდიში, მაგრამ ჩემთვის დარგის სპეციალისტთა მოსაზრება უფრო მნიშვნელოვანი და მყარია, ვიდრე მელიპოპულისტური და არაკომპეტენტური განცხადებები (სწორედ დარგის სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისიის 2-თვიანი მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ მიწის ჩანაცვლება მომხდარიყო და  ეს არ ყოფილა სპონტანური ქმედება).

 

 

მეორე საკითხია კრწანის-შინდისის ახალი გზის გაკეთება, რომლის გამოც გაიჩეხა ასეულობით ხე და ახლა მელიას განცხადებით, ხდება გზის სხვაგან გაყვანა და ეს მიწა გამოტანილია აუქციონზე (მელიამ აღნიშნა, რომ აღნიშნულ მიწას ბიძინა ივანიშვილი იყიდის). რეალობა კი შემდეგში მდგომარეობს - გზა ისევ გაივლის იმ ტერიტოტიაზე, რომელზეც მისი გაკეთება იყო განსაზღვრული, ხოლო იყიდება მიწის ნაკვეთი გზის მიმდებარე ტერიტორიაზერათა მოხდეს ინფრასტრუქტურის განვითარება. აპელირება იმის შესახებ, რომ ამ 29 ჰექტარს ბიძინა ივანიშვილი იყიდის, სხვა არაფერია, თუ არა პიარზე გათვლილი განცხადება, რადგან წინასწარ არავინ იცის, ვინ მოიგებს ჯერ არგამართულ ტენდერს.

 

 

თუ მათ მართლა შეტკივათ გული ბუნებაზე და არ ამოძრავებთ სხვა მიზნები, გარდა ბუნების გადარჩენისა, მაშინ მათ დავეხმარები და ერთ რჩევას მივცემ,  თავიან მოთხოვნებს დაუმატონ ერთი მოთხოვნა და მოითხოვონ გიგი უგულავასთვის ბრალის დამძიმება, რადგან მან  მოახდინა 2007 წელს იმ მიწის ფართობის გაყიდვა და ბოტანიკური ბაღის საზღვრების კორექტირება,  რომელიც დღეს გაცვლილ იქნა უდაბნოდ ქცეულ მიწაში", - განაცხადა ქადაგიძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner