logo_geo
eng_logo
სასტუმრო „Maison Boutique Hotel“-ში 3,5 მლნ ლარზე მეტი ესპანური და გერმანული ინვესტიცია განხორციელდა
- +

9 მარტი. 2018. 15:58



პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ესპანელმა ბიზნესმენმა ალეხანდრო პასტრანა-მოლერომ თბილისის ისტორიულ უბანში, მეიდანზე მაღალი კლასის ბუტიკ-ჰოტელი „Maison Boutique Hotel" საზეიმოდ გახსნეს.


სასტუმროს გახსნას ასევე დაესწრო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.


საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს სასტუმროს ინტერიერი და ნომრები, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებულმა იტალიელმა არქიტექტორმა ჰემბერტ პენარანდამ დააპროექტა. უშუალოდ სასტუმროს შენობა მე-19 საუკუნეში აგებული კულტურული ძეგლს წარმოადგენს, რომლის ფასადიც აღნიშნული ეპოქის შესაბამისად იქნა შენარჩუნებული.


სასტუმროში, რომელიც ამჟამად 14-ნომრიანია, 3,5 მლნ ლარზე მეტი ესპანური და გერმანული ინვესტიცია განხორციელდა. სამომავლოდ იგეგმება დამატებით 2 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება და სასტუმროს 25 ნომრამდე შევსება, აგრეთვე საკონფერენციო დარბაზის, აუზის, სპა-ცენტრის და რესტორნის დამატება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner