logo_geo
eng_logo
ჯონდი ბაღათურია: სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება ფანტასტიკაა!
- +

22 თებერვალი. 2016. 18:07



„ნაციონალები" არჩევნების შემდგომ გეგმავენ წყლის ამღვრევას ქვეყანაში, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, ხოლო არჩევნებამდე შესაბამის ფონს შექმნიან, - ამის შესახებ „რეპორტიორს" ჯონდი ბაღათურიამ განუცხადა. მისი თქმით, ამ ვითარებას ხელს უწყობს ხელისუფლების კარჩაკეტილობაც. „შესაბამისად, როცა ხელისუფლება მარტოა, როცა ყველა საუბრობს, რომ საარჩევნო რეფორმა არ ხორციელდება, რომ დიალოგი არ არის არასახელისუფლებო ძალებთან, ეს ყოველივე შექმნის ნიადაგს, რომ არჩევნები გაყალბდა. ამას ასევე ხელს უწყობს მძიმე სოციალური ფონი", - განაცხადა ბაღათურიამ.


მისი თქმით, ახალი პრემიერ-მინისტრი დიალოგის რეჟიმზე გადავიდა, რაც პოზიტიურია.


„ერთი ახალი ელემენტი გაჩნდა - ეს არის გიორგი კვირიკაშვილის ფაქტორი, რომელიც ცდილობს ამ კარჩაკეტილობის დამსხვრევას, კარის გაღებას ოპოზიციისთვის. მე მის მიმართ პოზიტიურად ვარ განწყობილი და მინდა, რომ ყველაფერი გამოუვიდეს. ოპოზიციის დიდი ნაწილი ასე ვართ განწყობილი მის მიმართ", - განაცხადა ბაღათურიამ.

 

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ჯონდი ბაღათურია ამას გამორიცხავს.

 

„სააკაშვილს ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი აღარ აქვს. მას აქვს ფულადი რესურსი, ტოტალური კონტროლი მედიაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ეს რესურსები კი სავსებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დესტაბილიზაციისთვის. სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება არჩევნების ან სხვა რაიმე გზით, ფანტასტიკაა. ამას მოჰყვება სისხლიანი ანგარიშსწორება მისი და მისი გუნდის წინააღმდეგ ხალხის მხრიდან.

 

გამოსავალი არის ერთი - თუ ჩვენ, ოპოზიციური პარტიები  შევძლებთ კონსოლიდაციას და ხალხისთვის ხელისუფლების ალტერნატივის შეთავაზებას. თუ ეს მოხერხდა, დესტაბილიზაციაც თავიდან იქნება აცილებული", - განუცხადა „რეპორტიორს" ბაღათურიამ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner