საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური სააპელაციო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თან დაკავშირებული სარჩელის განხილვის საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნულ პროცესში სახელმწიფო ვერ ჩაერევა, რადგან „რუსთავი 2" კერძო კომპანიაა.
„სახელმწიფოსგან „რუსთავი 2" ისედაც თავისუფალი იყო და არის. მე მაწყობს ასეთი მენეჯმენტი, იმდენად, რამდენადაც უფასო რეკლამას და პიარს მიკეთებენ სხვადასხვა შოუებით. მე მათი ოჯახებისთვის ლუკმაპურის მიწოდებას უზრუნველვყოფ. თუ „რუსთავი 2"-ს მესაკუთრე შეეცვლება, მე აქედანვე ვთხოვ მას, რომ არ შეცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ასე, დამოკიდებული დატოვოს „ნაციონალურ მოძრაობაზე". მე რომ არ ვიყო, მათ საქმე აღარ ექნებათ. ისინი მე მიკეთებენ უფასო რეკლამას და ჩემგან არაფერი მიდის, გარდა პირადი რეიტინგისა, რომელიც „რუსთავი 2"-ისგან მოვიპოვე", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე „რუსთავი 2"-ის დაა შპს „საქართველოს" სარჩელს განიხილავენ.