„რესპუბლიკელი" დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც უსუფაშვილმა ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საქმიანად არის განწყობილი. მან დასახა ის პრობლემები, რომელიც არის გადასაწყვეტი. ეს იყო ნათქვამი იმისთვის, რომ აღმოიფხვრას ეს პრობლემები. საქართველოს პარლამენტში არიან ლენინის მოყვარულები, რუსეთის მოყვარულებიც და სხვებიც, მაგრამ ეს ევროპაში აღქმულია, როგორც ხელისუფლების პოზიცია და გვიშლის ხელს. „ქართული ოცნება" თუ არის „ლენინელი" და „სტალინელი", მაშინ იქნება პრობლემა ბევრი მიმართულებით. ვფიქრობ, რომ სწორად დასახა უსუფაშვილმა ეს საკითხები და ეს გადასაწყვეტია",-განაცხადა ბერძენიშვილმა.
დეპუტატის განცხადებით, ევროპის სახალხო პარტია ორგანიზებულად უჭერს მხარს ყველა სილულელეს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" სთავაზობს.
„ნაციონალური მოძრაობა" საქართველოში, პარლამენტში აცხადებს, რომ ვიზა-ლიბერალიზაციას მხარს უჭერს, მაგრამ იქ მისი პარტნიორი პარტია ყველაფერს უშლის ხელს. ეს გაშიფრული თამაშია. უნდა გითხრათ, რომ ევროპის სახალხო პარტია თავის მოედანზე დამარცხდა. დამარცხება იქნება სხვა კომიტეტზეც და პლენარულ სხდომაზეც. სამწუხაროდ, ისინი ორგანიზებულად უჭერენ მხარს ყველა სისულელეს, რასაც სთვაზობს ჩვენი „ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.