ორი დღის წინ ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა ქართული ცეკვის ახალი ანსამბლი „არტ ლაბორატორიას" სახელით. ანსამბლს ბაკურ და ბესო ბაკურაძეები ხელმძღვანელობენ.
ცეკვების პრეზენტაციამ დიდი გამოხმაურება და მოწონება დაიმსახურა ინტერნეტ მაყურებელში. შეიძლება თამამად ითქვას, რომ სიახლემ გაამართლა. ქართული ცეკვის მოყვარულებმა უკვე დააფიქსირეს საკუთარი დადებითი ემოციები ახალი ანსამბლის მიმართ.
ანსამბლი ბაკურ და ბესო ბაკურაძეებმა ნახევარი წელია რაც ჩამოაყალიბეს.
„არტ ლაბორატორიამ" პირველი სერიოზული განაცხადი უკვე გააკეთა, ანსამბლის პირველ ვიდეორგოლს ვ. დოლიძის „ქართული" გავრცელებიდან სულ მოკლე დროში ვიდეორგოლი 70 000-ზე მეტმა ინტერნეტმომხმარებელმა ნახა. გუშინ კი გავრცელდა რიგით მეორე ვიდეორგოლი, სახელწოდებით „ყირამალა", სადაც „არტ ლაბორატორიის" სოლისტები „ქართული ხმების" მიერ შესრულებულ ნ. დიასამიძის სიმღერაზე რაჭულ ცეკვას ასრულებენ.
როგორც ანსამბლის ოფიციალური გვერდი
(https://www.facebook.com/artlaboratoryofficial/)
იუწყება, ანსამბლი ქართველ მაყურებელს მთელი მარტის თვის მანძილზე ახალი ვიდეორგოლების პრემიერებით გაანებივრებს.