logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: „ლენინელები“ და „სტალინელები“ ჩვენთან არ მეგულება
- +

27 აპრილი. 2016. 13:59



ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი პარლამენტის თავმჯდომარე  დავით უსუფაშვილის გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.



„ზოგი ნორჩებს  გვიწოდებს, ზოგი  - ხანშიშესულებს, არ ვიცი, „ლენინელები" და „სტალინელები" ჩვენთან არ მეგულება", - აცხადებს ვოლსკი.



მისივე თქმით, გეოპოლიტიკური მდგომარეობა საქართველოსთვის არის საგანგებო მნიშვნელობის  სატრანზიტო და საპორტო სისტემების განვითარებისთვის.


 

„გეოპოლიტიკური მდგომარეობა საქართველოსთვის არის საგანგებო მნიშვნელობის,  სატრანზიტო და საპორტო სისტემების განვითარებისთვის და ა.შ  თუმცა, მეორე მხრივ, რასაკვირველია, ნეგატიური ყურადღებაც  ამ მიმართულებით გაცილებით მეტია. ე.წ. რბილი ძალა გააქტიურდა. საგანგებო მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ევროპარლამენტარები  იყვნენ მობილიზებული, ღრმად ჩაიხედონ პროცესებში და მართლაც ლენინურ-სტალინური თვისებების მქონე დეზინფორმატორებს არ აჰყვნენ. გეოპოლიტიკური მნიშვნელობის კონტურები უკვე გამოიკვეთა და ახლა საგანგებო ბრძოლის პერიოდში ვართ", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner