„პირადად მხარს ვუჭერ მას და მოსახლეობასაც იმავეს მოვუწოდებ", - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას.
„პრემიერ-მინისტრის დღევანდელ მიმართვაზე პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილის რეაქციამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველოს პოლიტიკური ველზე ჯერ კიდევ ძალიან ბევრი უზნეო პოლიტიკოსია, რომლებისთვისაც ამოსავალი წერტილი საკუთარი პირადი ეგოს დაკმაყოფილებაა.
როდესაც პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი აკეთებს ვაჟკაცურ განცხადებას, რომლის მსგავსსაც, თავის დროზე არანაირი ქმედითის გამკეთებელი და ახლა ჭკუის დამრიგებლური ტონით მოსაუბრე პოლიტიკოსი და ექსპერტი ვერ გაბედავდა და ვერც ახლა გაბედავს, მე პირადად მხარს ვუჭერ მას და მოსახლეობასაც იმავეს მოვუწოდებ", - წერს კობერიძე.