ავტორი ჯემალ სეფიაშვილი
ბატონო გიორგი!
ვიცი, ჩემს აზრს რომ გამოვხატავ, ლამის „მოღალატედ" მაღიარონ!.. იცით, მოღალატეები საკუთარ თავსა და ახლობლობაში მოიძიონ! ჩემნაირი „მოღალატე" კი საქართველოს უმრავლოს ღმერთმა!
გავიმეორებ არაერთხელ ნათქვამს - ყველა მეზობელთან, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასთან უნდა გვქონდეს კეთილი დამოკიდებულება. მათ შორის - რუსეთთან! როგორ შეიძლება საქართველო გაერთიანდეს, თუკი ჩვენ არ ვეცდებით, ერთ მაგიდას მივუსხდეთ რუსეთთან ერთად და სამომავლო ურთიერთობები არ განვსაზღვროთ!
ამიტომაც - ბრავო, ბატონო გიორგი!
კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი