logo_geo
eng_logo
გიორგი მიქელაშვილი: ხელისუფლება კარგა ხანს ცდილობდა ამ ფაქტის მიჩქმალვას...
- +

10 მარტი. 2018. 00:13


 


გიორგი მიქელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„1956 წლის 9 მარტის ღამეს, მშვიდობიან მომიტინგეებს სასტიკად გაუსწორდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ მობილიზებული რუსული ჯარი, რომელმაც არ დაინდო არც ქალი, არც ბავშვი. ცეცხლსასროლი იარაღებითა თუ ხიშტებით ათეულობით ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს, ასობით დაჭრეს და დაასახიჩრეს. ყველაზე პატარა მსხვერპლი იყო 15 წლის ვარლამ ალავიძე. დაღუპულთა შორის უმეტესობა სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ.

 

ხელისუფლება კარგა ხანს ცდილობდა ამ ფაქტის მიჩქმალვას, გასაიდუმლოებული იყო გარდაცვალებულთა სახელები და გვარები, ბევრი მათგანი დღემდე უცნობია. ტრაგედიიდან მხოლოდ მეხუთე დღეს, 14 მარტს დაიწყო ხელისუფლებამ გარდაცვლილთა ცხედრების „გაცემა". ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 21 იყო. საბჭოთა ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა მიტინგზე დახოცილი ახალგაზრდების რიცხვი არ გახმაურებულიყო. ჭირისუფლებს სწორედ ამ მიზნით არ მისცეს უფლება წესისამებრ დაეტირათ და დაემარხათ მიცვალებულები. დაკრძალვას უშიშროების 4-5 მეთვალყურის თანხლებით, მხოლოდ ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ნათესავების დასწრება აკრძალული იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში 1956 წლის 9 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით საინტერესო საქმეები ინახება, რომლებიც გვამცნობს, რა ხდებოდა იმ ღამეს თბილისში, როგორ უსწორდებოდნენ მომიტინგეებს ცეცხლსასროლი იარაღებით, ხიშტებითა თუ ბლაგვი საგნებით.

 

არქივში დაცული ოფიციალური ცნობებით 9 მარტის ღამეს დაიღუპნენ:

 

1. უშანგი მერკველიშვილი - 17 წლის,

2. ბორის ზარგარიანი - 16 წლის,

3. ოთარ გობეჯიშვილი - 21 წლის,

4. რაულ ლოლუა - 20 წლის,

5. შოთა ელიზბარაშვილი - 26 წლის,

6. იუზა წერეთელი - 18 წლის,

7. შენგელი ნოზაძე - 20 წლის

8. ჯიმშერ მამალაძე - 19 წლის,

9. ვალერი ალავიძე - 15 წლის,

10. ლევან ხანგულოვი - 16 წლის,

11. ანზორ ჩაკვეტაძე - 24 წლის,

12. კლიმენტი რევაზიშვილი - 20 წლის,

13. კიაზო ჭანტურიძე - 16 წლის,

14. თენგიზ შანიძე - 16 წლის,

15. თემურ თოფურია - 24 წლის,

16. თემურ ბურდული - 24 წლის,

17. რევაზ გოგია - 16 წლის,

18. მიხეილ მათიაშვილი - 19 წლის,

19. გულნარა სვანი - 20 წლის,

20. ამბროსი ქოქრაშვილი - 27 წლის,

21. ნაზი ბენიძე - 30 წლის,

22. ლამარა სვანი,

23. გურამ ტუნიევი - 19 წლის,

24. ნუგზარ ღვთისაური,

25. ლაშა მაზავრიშვილი", - წერს მიქელაშვილი.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner