logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: ჯანდაცვის გამართული სისტემის შესაქმნელად ეს აუცილებელი პირობაა...
- +

27 აპრილი. 2016. 14:02



ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ჯანდაცვის სისტემის მუშაობის გაუმჯობესებაზე საუბრობს. სერგეენკო გამოყოფს იმ ძირითად მიმართულებებს, რომლის გამართულად მუშაობის შემთხვევაში გვექნება გამართული ჯანდაცვის სისტემა.


 

„იმისათვის, რომ ჯანდაცვის სისტემა სრულფასოვნად გაიმართოს, საჭიროა პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც ერთადერთი სწორი გზაა. პაციენტმა ოჯახის ექიმის დახმარებით დაავადების თავიდან აცილება ან დროულად დადგენა უნდა შეძლოს, გართულების შემდეგ კი ექიმს უნდა მიმართოს. ჩვენთან უმეტესად გართულებულ მდგომარეობაში მიდიან ექიმთან. ასევე აუცილებელია ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი კლინიკების საპირწონეს შექმნა. კლინიკების 90% კერძოა, რაც კარგია, მაგრამ მათ სახელმწიფოს მიმართ რეალურად არანაირი ვალდებულებები არ აქვთ. ასევე უნდა დაიწყოს სამედიცინო მოვლის ხარისხის კონტროლი. პირველი ეტაპი უკვე დაგეგმილია. ეს აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ ჯანდაცვის გამართული სისტემა გვქონდეს", - ამბობს დავით სერგეენკო.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner