logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: პირდაპირ გეტყვით...
- +

10 მარტი. 2018. 02:07


 

„პირდაპირ გეტყვით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ნეიტრალური პოზიცია მაქვს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში" სტუმრობისას განაცხადა.


„არიან დეპუტატები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ლიბერალიზაცია ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობის ზრდას განაპირობებს და არიან დეპუტატები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათი რაოდენობა უცვლელი დარჩება. ორივე მხარეს თავისი არგუმენტები აქვს, მაგრამ მე ერთი, ან მეორე მხარის სასარგებლოდ არ ვიხრები", - განაცხადა კობახიძემ.


მისი თქმით, ნარკოპოლიტიკა ლიბერალური უნდა იყოს თუ შედარებით მკაცრი, ამასთან დაკავშირებით პოზიცია ერთი მარტივი მიზეზის გამო არ აქვს ჩამოყალიბებული.


„ჯერჯერობით, არც ერთი მხრიდან ბოლომდე არგუმენტირებული მოსაზრება არ მომისმენია, თუ რა გამოიწვევს ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობის შემცირებას, რა ზრდას და რა შენარჩუნებას. არგუმენტები ორივე მხრიდან მესმის, მაგრამ საბოლოო ჯამში, ისეთი არგუმენტები არ მომისმენია, რაც ერთი, ან მეორე მხარის სასარგებლოდ დამარწმუნებდა", - განაცხადა კობახიძემ.


როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით დისკუსია უნდა გაგრძელდეს და გამოთქვა იმედი, რომ ორი თვის განმავლობაში საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბდება.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner