logo_geo
eng_logo
დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები კრასნოდარში რუსეთს დაუპირისპირდება
- +

10 მარტი. 2018. 12:26



დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები კრასნოდარში რუსეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა დღეს თბილისის დროით 16:00 საათზე გაიმართება და პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია „იმედი" შემოგთავაზებთ.


რუსეთის რაგბის კავშირის გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთისა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების მატჩზე ერთ-ერთი არბიტრი რუსი იქნება.

ინგლისელი რეფერი ქრეიგ მაქსველ-ქისი შეუძლოდ გახდა და კრასნოდარში ჩასვლას ვერ ახერხებს. ამგვარად, მატჩის მთავარი მსაჯი ინგლისელი ენთონი ვუდსორპი იქნება, რომელსაც წესით ლაინსმენად უნდა ემუშავა. გვერდითი არბიტრები კი მისივე თანამემამულე მაიქლ ჰადსონი და რუსი ალეკსეი ბრიზგალინი იქნებიან.


რაგბი ევროპის ჩემპიონატს საქართველოს ნაკრები ლიდერობს, რომლის აქტივშიც 14 ქულაა, რუსები კი 6 ქულით მე-4 ადგილზე არიან და 2019 წლის მსოფლიო თასის საგზურისთვის ბრძოლის ყველანაირი შანსიც დაკარგული აქვთ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner