logo_geo
eng_logo
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ბინა იწვის
- +

10 მარტი. 2018. 13:39



ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ბინა იწვის, - ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.


სახანძრო-სამაშველო ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს. მაშველები კორპუსის მეხუთე სართულიდან დამწვარ ნივთებს ყრიან.


პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი ბინაში ლეიბებს გაუჩნდა.


ადგილზე ხუთი სამაშველო ბრიგადა მუშაობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ამ დროისთვის არავინ დაშავებულა. ხანძრის დროს ბინაში ოჯახი იმყოფებოდა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner