შს სამინისტრომ ბათუმში, ზღვაში ახალშობილის ცხედრის აღმოჩენის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.
როგორც „კვირას" შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 112 -ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ცნობისათვის, დაახლოებით ერთი საათის წინ, ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, ზღვამ ახალშობილის ცხედარი გამორიყა.