თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების" წევრი ვატო შაქარიშვილი ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს. ამის შესახებ დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს.
„ჯვაროსნული ომი" ვასილ მაღლაფერიძის წინააღმდეგ, დარტყმის ახალ ფაზაში გადავიდა. ამჯერად, ფირმებს ვასიკოს (კომპრომატებით სავსე) CV მოუთარგმნეს, ველოდებით შემდეგ სერიას...
P.S. - კაპიტან გიგაურის CV-ც მოუთარგმნეთ და ემანდ, მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევისთვის მიღებული ჯილდოები არ გამოგრჩეთ!" - წერს ვატო შაქარიშვილი.