ავსტრალიის ჩრდილოეთით, ქუინსლენდში წყალდიდობამ 200-მდე საცხოვრებელი სახლი დატბორა.
უამინდობამ და ძლიერმა წვიმამ მდინარე ჰერბერტის ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია.
არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან მოსახლების ევაკუაცია დროულად განხორციელდა, თუმცა რამდენიმე პატარა ქალაქის ინფრასტრუქტურა წყალმა მნიშვნელოვნად დააზიანა.