logo_geo
eng_logo
„ახალგაზრდული ცენტრი“ ქუთაისის პარლამენტის შენობაში საფონდო ბირჟის განთავსების ინიციატივით გამოდის
- +

27 აპრილი. 2016. 14:16



„ახალგაზრდული ცენტრი" ქუთაისის პარლამენტის შენობაში საფონდო ბირჟის განთავსების ინიციატივით გამოდის. ამ საკითხზე განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ჩიქოვანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გააკეთა.



რამდენიმე წელია აქტიურად განიხილება  პარლამენტის ადგილდებარეობის კვლავ შეცვლის საკითხი. დღეს მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანა არსებობს, სადაც პარლამენტის ადგილმდებარეობად  მისი დედაქალაქი არ ფიქსირდება (ჰოლანდია, ბოლივია, ავსტრალია, ჩილე და ა.შ.) გაცილებით მრავალრიცხოვანია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოც ქვეყნის დედაქალაქში მდებარეობს (გერმანია,იტალია, ამერიკის შეერთებული შტატები, არგენტინა და ა.შ.). ჩვენი ქვეყნის ფინანსური შესაძლებლობის მსგავს პატარა  ქვეყნებს, არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ მას გააჩნდეს ორი პარლამენტის შენობა. ცალსახაა, რომ პარლამენტი უნდა იყოს დედაქალაქში, რადგან ეს აადვილებს სახელწიფო ინსტიტუტებს შორის ჰარმონიულ, კორდინირებულ მუშაობას (მთავრობის მუშაობა უფრო ეფექტური და წარმატებული იქნება პარლამენტის ენობის თბილისში მდებარეობის შემთვევაში, რადგან არ დაიხარჯება ათობით საათი მგზავრობაში და ა.შ.) . დღეს ყველა მნიშნელოვანი სახელწიფო ინსტიტუტი  მდებარეობს თბილისში, აქედან გამომდინარე, კონტექსტიდან ამოვარდნილია, როდესაც პარლამენტის ადგილსამყოფელად ქუთაისი განისაზღვრა (საქართველოს კონსტიტუცია, თავი-III მუხლი-481 პუნქტი-1  საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი). პარლამენტის გადატანის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას ნამდვილად არ წარმოადგენდა ექსპერტული წრეების მოსაზრებათა ანალიზი.  პარლამენტის ქუთაისში გადატანა იყო პოპულისტური პიარზე გათვლილი ქმედება. რომელსაც არ შეიძლება ძირეული ცვლილება გამოეწვია რეგიონის განვითრებაში. რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ეს შენობა უფუნქციოდ უნდა დარჩეს. ამ შენობის ასაგებად და ექსპლუატაციაში შესასვლელად, ქართული სინამდვილისათვის მართლაც კოლოსალური თანხა არის დახარჯული  - 400 000 000 ლარი. გაწეული ხარჯისა და მისი თანამედროვე დიზაინის ფონზე დანაშაული იქნება, თუ ამ შენობას სათანადო გამოყენებას არ მოვუძებნით. გარდა ინსტიტუტებს შორის კომუნიკაციის არქონისა, ახალი პარლამენტის „დამსახურება" გახლავთ ის, რომ დღეს პარლამენტის აპარატის ხარჯი რამდენიმე მილიონით არის გაზრდილი წინა წლებთან შედარებით (რაც განპირობებულია პარლამენტართა საწვავის ხარჯით, ბინის ქირის ხარჯით  და ა..) .

 

 

ჩემი ღრმა რწმენით და მოსაზრებით, უპრიანი იქნება, თუ ქუთაისის პარლამენტის შენობაში განთავსდება საფონდო ბირჟა. ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის წინსვლისა და განვითრებისათვის საჭირო და აუცილებელია ფასიანი ქაღალდების ბაზრის სიძლიერე და განვითარება. ბევრმა შესაძლოა არ იცის, რომ ჩვენს ქვეყანაში საფონდო ბირჟა (ფასიანი ქაღალდების ბაზარი) დაფუძნდა 1999 წელს ამერიკული ფონდ USAID-ის ხელშეწყობით. ასევე  კანონმდებლობის   ჩამოყალიბებაში   აქტიური  მონაწილეობა  მიიღეს   ამერიკელმა ექსპერტებმა. აღნიშნული სფეროს ზრდის დინამიკა შეიმჩნეოდა  6-7 წლის განმავლობაში, მაგრამ 2007 წელს პარლამენტმა გააუქმა რამდენიმე რეგულაცია და აკრძალვა, რომელიბირჟაზე მოქმედ სუბიექტებს ქონდათ დაწესებული. ამ ყველაფერმა კი გამოიწვია ამ ბაზრის პარალიზება.

 

 

 

ზოგადად რა საჭიროა საფნდო ბირჟის არსებობა სახელწიფოსთვის? რა განაპირობებს მის სიძლიერეს? და რა სარგებელის მოტანა შეუძლია მას ქვეყნისათვის?

 

ეკონომიკაში საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება ფასიანი ქაღალდების მექანიზმის ამუშავება და ამ ბაზრის განვითარებაა. საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს.

 

 

სახელწიფომ უნდა იზრუნოს ამ სფეროს განვითრებაზე, რადგან საფონდო ბირპირდაპირ ზეგავლენას ახდენს ეკონომიკის სტიმულირებაზე, ასევე ის მნიშვნელოვნად ზრდის უცხოური ინვესტიციების რაოდენობას, რადგან პოტენციური ინვესტორისათვის მუდამ საინტერესო  და მნიშვნელოვანია ამა თუ იმ ქვეყნის საფონდო ბირჟის პოტენციალი. ინვესტიციების ყველაზე მართებული, გამჭვირვალე და არაკორუმპირებული ფორმა არის პორტფელური ინვესტიციები და ჩვენი საფონდო ბაზარი უნდა გაცოცხლდეს. თუ ჩვენს უკვე არსებულ საფონდო ბირჟას შევძენთ ახალ სიცოცხლეს, ეს გამოაცოცხლებს ქართულ ეკონომიკას და ახალ სიმაღლეზე აიყვანს მას", - განაცხადა ჩიქოვანმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner