logo_geo
eng_logo
პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატის განცხადებას პასუხობს
- +

10 მარტი. 2018. 16:39



საქართველოს პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის განცხადებას პასუხობს.

 

„გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავების ოპერაციის დროს აღმოჩენილი ხელყუმბარა ექსპერტიზის ჩატარების გარეშეა განადგურებული, არ შეესაბამება სიმართლეს. მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, აღნიშნულ ხელყუმბარაზე თავდაპირველად ჩატარდა ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზა, ხოლო შემდეგ დაინიშნა და ჩატარდა ბალისტიკური ექსპერტიზა, რათა დადგენილიყო მისი ვარგისიანობა. სწორედ აღნიშნული ექსპერტიზის ფარგლებში, ექსპერტების მიერ მოხდა ხელყუმბარის აფეთქება და დადგინდა, რომ ამოღებული საბრძოლო მასალა იყო ვარგისი. სწორედ ამ მეთოდიკით ტარდება ხელყუმბარის და სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის ვარგისიანობის დადგენის მიზნით დანიშნული ექსპერტიზა და თუ არ მოხდა მისი მოქმედებაში მოყვანა, ფიზიკურად ვერ დადგინდება საბრძოლო მასალის ვარგისიანობა.

 

რაც შეეხება საკითხს, თითქოს ოჯახის მიერ მოწვეულ ექსპერტს მოთხოვნის მიუხედავად არ მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო აღნიშნულ ექსპერტიზაში, განვმარტავთ, რომ ადვოკატებმა პროკურატურას აღნიშნული განცხადებით მომართეს 2018 წლის 23 იანვარს, ხოლო ხელყუმბარაზე ექსპერტიზა ჩატარდა 19 იანვარს. შესაბამისად, პროკურატურა მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა ადვოკატის შუამდგომლობა, მომართვის შემდეგ კი ოჯახის ინტერესების დამცველები მონაწილეობენ ყველა ექსპერტიზაში და აქვთ სრული წვდომა საქმის მასალებზე.

 

საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომელთა ამოწურვის შემდეგ საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner