logo_geo
eng_logo
უკრაინა NATO-ს ასპირანტი ქვეყანა გახდა
- +

10 მარტი. 2018. 18:01



უკრაინამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ასპირანტი ქვეყნის სტატუსი მიიღო. ამის შესახებ უმაღლესი რადის ვიცესპიკერი ირინა გერაშენკო Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

 

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია. NATO-მ უკრაინისთვის ასპირანტი ქვეყნის სტატუსი ცნო. ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით ალიანსის სრულფასოვან წევრობას", - წერს გერაშენკო.


NATO-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ „ამ დროისთვის ოთხი პარტნიორი ქვეყანა გამოთქვამს წევრობის სურვილს: ბოსნია და ჰერცოგოვინა, საქართველო, მაკედონია და ასევე უკრაინა."



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner